აეროპორტის დასახლებაში, ხვედელიანის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება

სამგორის რაიონის გამგეობა აეროპორტის დასახლებაში, ხვედელიანის ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ბორდიური და ტროტუარი მოეწყო, ხოლო 5 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა. პროექტის განსახორციელებლად, სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 380 000 ლარი გამოიყო.
ხვედელიანის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი გაეცნო.
„სამგორის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ხვედელიანის ქუჩაზე მძიმე მდგომარეობა იყო, რის გამოც საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და კერძო ავტომობილებს გადაადგილება უჭირდათ. ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას განვახორციელებდით. სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება. საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა, აღნიშნულ დასახლებაში, ქებურიას ქუჩაზე სპორტული მოედანი და ფიტნეს ზონაც მოვაწყვეთ“, – განაცხადა კახა გულედანმა.
საგზაო სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „ენ დი როუდი“ აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები