ზაზა გაბუნია ნიშნიანიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, თემქისა და სანზონის მაჟორიტარი ზაზა გაბუნია, თემქაზე, ნიშნიანიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
„მოსახლეობას შევხვდი თემქაზე, ჩემს სამაჟორიტარო ოლქში, ნიშნიანიძის ქუჩაზე. აქ გამგეობა კარგ საქმეს აკეთებს. მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები“,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მისი თქმით, ნაძალადევის რაიონში, ნიშნიანიძის ქუჩის N35-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
„პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და 3500 კვ.მ ფართობზე იგება ასფალტის საფარი. აღნიშნულ მისამართზე, გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, ასევე მოწესრიგდა წყალარინების შიდა ქსელიც“,- აღნიშნა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები