„თი-ბი-სი“ ლიზინგის ახალი პროდუქტი – ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

“თი-ბი-სი” ლიზინგი მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს. Trade-In-ის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია ავტოცენტრებში ჩააბაროს ძველი და გაიყვანოს ახალი ავტომობილი. ჩაბარებული ავტომობილი მინიმუმ 2006  წელს გამოშვებული მოდელი უნდა იყოს.

მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ახალი ავტომობილისათვის დაფინანსება და ისარგებლოს სტანდარტულ ავტოსესხზე 30-40%-ით ნაკლები ყოველთვიური შენატანის პირობებით.

Trade-in-ით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. პროცედურების გავლა და პროდუქტით სარგებლობის დაწყება შესაძლებელია ერთ დღეში.

პროდუქტის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს;

– ავტომობილის დაბრუნებას და ახლით ჩანაცვლებას

–  ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას ავტომობილის გამოსყიდვის საშუალებას

–  ხელშეკრულების და ავტომობილით სარგებლობის  ვადის გაგრძელების შესაძლებლობას

Trade-In-ის შესაძენათ საჭიროა სასურველი ავტომობილის შერჩევა და მარტივი ონლაინ განაცხადის შევსება თიბისი ლიზინგის ვებ-გვერდზე www.tbcleasing.ge . ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ქოლ-ცენტრიდან: 2 122 111

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები