რა განსხვავება იქნება თბილისში მოძრავ A და B კატეგორიის ტაქსებს შორის – ტრანსპორტის სამსახურის უფროსის განმარტება

“ტაქსებთან დაკავშირებით რეფორმა არ გავთვალეთ იმ მიზნით, რომ ტაქსების რაოდენობა შემცირდეს, პირიქით, გავთვალეთ იმისთვის, რომ მოწესრიგდეს”, – ამის შესახებ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მუმლაძემ განმარტა, თუ რა განსხვავებაა ტაქსების A და B კატეგორიებს შორის.
“A კატეგორიის ვალდებულება არის, რომ ჰქონდეს ტაქსის ვიზუალი, ტაქსის აღმნიშვნელი ნიშანი, რომელიც სახურავზე უნდა იყოს დადგმული. ბაზრის შესწავლიდან გამომდინარე დადგა B კატეგორიის საჭიროება, ვინაიდან ბევრი ადამინი თავის ავტომობილს ტაქსის მომსახურებისთვის იყენებს, კლიენტებს იღებს ქოლცენტრების მეშვეობით, ან პირადად ჰყავს კლიენეტები, მათ ემსახურება და სულ არ აქვს ვიზუალი. ასეთები ბაზარზე არიან. შესაბამისად, გავაკეთეთ დაშვება, რომ მათ ხელი არ შეეშალოთ. B კატეგორიას არ მოეთხოვება ვიზუალი და ფერი, არ მოეთხოვება, რომ ტაქსის ნიშანი ჰქონდეს.
ტაქსებთან დაკავშირებით რეფორმა არ გავთვალეთ იმ მიზნით, რომ შემცირდნენ, პირიქით, გავთვალეთ რომ მოწესრიგდეს. ამისთვის, ჩვენ დაავაანსოსეთ და ხდება ვაუჩერის გაცემა, რომელიც ემსახურება შიდა ინტერიერის მოწსერიგებას, ქიმიურ წმენდას, რომელიც მძღოლებს გადაეცემათ იმ შემთხვავში, თუ მანქანას ტექდათვალიერება გავლილი აქვს, მარცხენასაჭიანია, თუ იმ ვიზუალში ჯდება, რომელი ვიზუალიც შემოვიღეთ. 1 ოქტომბრიდან ორივე კატეგორიას მოუწვეს იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც უკვე დავაანონსეთ“, –  განაცხადა მუმლაძემ.
მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ტაქსის მძღოლების მიერ დღეს, 16:00 საათზე დაგეგმილ აქციასაც გამოეხმაურა.
„მათი უკმაყოფილება რაში მდგომარეობს, რთულია, თქმა. ალბათ, იტყვიან, რისი გათვალსიწინებაც შეიძლება, გავითვალსიწინებთ. რა მოთხოვნებიც დგება ტაქსების მძღოლების მხრიდან, ჩვენ ამაზე ვაკეთბთ ხოლმე შეხვედრას. ყველა წამოსული ადეკვატური საკითხი და კითხვა, რომელიც შეიძლება გათვალსიწინებული იქნას ჩვენი მხრიდან, გათვალისწინება იქნება“, – განაცხადა მუმლაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები