კახა კალაძე ოპოზიციის ბრალდებაზე: ეს არის არასწორი ინფორმაცია, ბიძინა ივანიშვილს ამ ტერიტორიასთან არანაირი კავშირი არ აქვს

ოპოზიციის ბრალდებებს, რომ ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებულ და ბიძინა ივანიშვილის სასახლის მომიჯნავედ მდებარე 14 ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს სტატუსი ეცვლება და იქ მშენებლობები დაშვებული იქნება, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს.
თბილისის მერის მტკიცებით, აღნიშნულ ტერიტორიასთან ბიძინა ივანიშვილს კავშირი არ აქვს.
“ეს არ არის სწორი, თქვენ , ტელეკომპანია “რუსთავი2″ ოპოზიციამ შეცდომაში შეგიყვანათ. გაჟღერებული იყო, რომ თითქოს, ბიძინა ივანიშვილი იქ ახორციელებდა რაიმე სახის მშენებლობას და ასე შემდეგ. რბილად რომ ვთქვათ, ეს არის არასწორი ინფორმაცია და არ შეესაბამება სიმართლეს. ბიძინა ივანიშვილს ამ ტერიტორიასთან არანაირი კავშირი არ აქვს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები