NEXI-ის პრეზიდენტი: მჯერა, რომ არაერთი იაპონური კომპანია შეძლებს საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყებასა და გაფართოებას

საქართველოსთან ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევის საკითხზე შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანია NEXI-ის პრეზიდენტმა, მასაფუმი ნაკადამ კომენტარი გააკეთა. მან იმედი გამოთქვა, რომ იაპონური კომპანიები უფრო მეტად დაინტერესდებიან საქართველოში ბიზნესის კეთებით.
„ეს დიდი წარმატებაა. გვწამს, რომ ამ შეთანხმებით ხელს შევუწყობთ სამომავლოდ იაპონური კომპანიების საქმიანობის დაწყებასა და გაფართოებას საქართველოში. ასევე მჯერა, რომ დღევანდელ ფორუმში მონაწილე რამდენიმე იაპონური კომპანია შეძლებს, საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყებასა და გაფართოებას,” – განაცხადა NEXI-ის პრეზიდენტმა.
ცნობისათვის, შეთანხმებაზე ხელმოწერა საქართველოსა და იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიას შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები