ავიაკომპანია Flynas ფრენებს ბათუმის მიმართულებით იწყებს

საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flynas”, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე გასულ წელს შემოვიდა, რიადი-ბათუმი-რიადის მიმართულებით იწყებს ოპერირებას.
რეგულარული რეისები 2019 წლის 2 ივნისიდან 31 აგვისტომდე, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განხორციელდება. ფრენები Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, „Flynas”-ს რიადი-ბათუმი-რიადის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 11 მარტს მიენიჭა. ახალი მიმართულების გარდა, საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ზაფხულის სეზონზე, რეისებს დამამი-თბილისი-დამამი, ჯედა-თბილისი-ჯედა და რიადი-თბილისი-რიადის საჰაერო ხაზებზე შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები