გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 2019 წელს დაგეგმილ ტენდერებს სამშენებლო კომპანიებს გააცნობს

15 მარტს, სასტუმრო ,,რესპუბლიკა“-ში, გაერთიანებული   წყალმომარაგების კომპანია საერთაშორისო სამშენებლო და ადგილობრივი კომპანიებისთვის ღია კარის დღეს გამართავს.

კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა, მოადგილეებთან ერთად, კომპანიებს 2019 წლის დაგეგმილი ტენდერების ზოგად დეტალებს გააცნობს. ასევე,  მიმდინარე წლის დაგეგმილ, ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრებს. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

საინფორმაციო და ღია ფორმატის შეხვედრის მიზანია დაინტერესებულ საერთაშორისო და ადგილობრივი სამშენებლო კომპანიებს მისცეს შესაძლებლობა, ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტების შესახებ ზოგად ინფორმაციას. კომპანიამ კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოს ღია და თანაბარი პირობები, რათა სატენდერო პროცედურები უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები