შალვა რამიშვილის „მედია რენტგენი“ – „ნოდარ მელაძის სიცრუე ანუ სიმართლის სამგვარი გაუპატიურება“

ინტერნეტ ტელევიზია პოსტვ-ის გადაცემა „მედია რენტგენის“ ავტორი შალვა რამიშვილი ტელეკომპანია რუსთავი-2-ს და მის წამყვანს, ნოდარ მელაძეს მორიგ სიცრუეში ამხელს.

საუბარია შაბათის კურიერში გასულ სიუჟეტზე – „ივანიშვილის მიწები და ახალი სამიზნე. ოლიგარქი ჩაქვში საიდუმლო ბაზაზე ხეებს ეხუტებოდა“.

„15 წუთის განმავლობაში ტყუილის თქმაში მსოფლიო ჩემპოიონატი რომ ჩატარდეს პირველ ადგილზე რუსთავი-2 ის სიუჟეტი გავა. აღსანიშნავია, რომ შაბათის კურირერს ახალი პორნო სტილი აქვს დამკვიდრებული. მას თრისამს ვუწოდებ. ანუ სიმართლის გაუპატიურებას სამნაირად ახდენენ. ვნახოთ რა სიყალბეები გავიგეთ ამ ტრიპლექსიდან: პირველი რაც გავიგეთ, ის არის, რომ ივანიშვილი ჩაქვში სუსის საიდუმლო ბაზას ანგრევს რათა იქიდან ხეეები წაიღოს“ – ამბობს შალვა რამიშვილი.

გადაცემის ავტორმა სიუჟეტის გმირები მოძებნა, რომლებმაც პირადად ნახეს ბიძინა ივანიშვილი ბაზაზე. აღმოჩნდა, რომ ქალი და მამაკაცი რომელიც რუსთავი-2-მა ცრუ ჩვენებების გასამაგრებლად ერთმანეთისგან განცალკევებით ჩაწერა, ერთი ოჯახის წევრები აღმოჩნდნენ. ქმარი – გენადი შიშმანიძე ნაციონალების დროს ჩაქვის გამგებლად მუშაობდა და დღესაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტად ითვლება. ასევე ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის ვიზიტის თარიღს ცოლი და ქმარი არასწორად ასახელებენ .

რაც შეეხება ბაზას, „მედია რენტგენმა“ გაარკვია, რომ არანაირი საიდუმლო ბაზა იქ არ არის და შესაბამისად, მის დაშლას არავინ აპირებს. სუსმა რეპორტაჟის ეთერში გასვლამდე გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ ტერიტორიას და შენობა-ნაგებობებს შსს-ს გადასცემს, რომელიც იქ განსაკუთრებულ დავალებათა ბაზას მოაწყობს.

მედიარენდგენის წამყვანი რუსთავი-2-ს სხვა „სიცრუეებშიც“ ამხელს, რომელიც შალვა რამიშვილის თქმით, სინამდვილეში „ფეიკია“. იხილეთ „მედია რენტგენის“ სრული ვერსია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები