ზალკალიანი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეზე: თუ მოხვდება იმ კრიტერიუმებში, რაც “ოთხოზირია-ტატუნაშვილის სიის” დადგენის დროს იყო, სია გაფართოვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. თუ გარემოებები და სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთება, თუ მოხვდება იმ კრიტერიუმებში, რა კრიტერიუმებიც “ოთხოზირია-ტატუნაშვილის სიის” დადგენის დროს იყო, ბუნებრივია, სია გაფართოვდება.
ზალკალიანმა განმარტა, რომ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” ცოცხალი დოკუმენტია და ამ სიაში დანაშაულში ბრალდებული ან მსჯავრდებულები ხვდებიან.
„ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუ გარემოებები და სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთება, თუ მოხვდება იმ კრიტერიუმებში, რა კრიტერიუმებიც “ოთხოზირია-ტატუნაშვილის სიის” დადგენის დროს იყო, ბუნებრივია, სია გაფართოვდება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები