ვახუშტის ხიდი დროებით ორმხრივად დაიკეტება

თბილისის მერია ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 მარტს, კვირას, დილის 09:30-დან 11:30 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები