მუნიციპალური განვითრების საკოორდინაციო პლატფორმის პირველი სამუშაო შეხვედრა ხვალ გაიმართება

მუნიციპალური განვითრების საკოორდინაციო პლატფორმის პირველი სამუშაო შეხვედრა ხვალ, 15 მარტს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტების, ეროვნული და ტერიტორიული კოორდინატორებისა და შეთანხმების მხარდამჭერების წარმომადგენლები.
„2010 წლიდან, მას შემდეგ რაც თბილისი მიუერთდა ევროკავშირის ინიციატივას საქართველო, ჩაერთო „მერების შეთანხმებაში“. ამ ინიციატივას მიერთებული მხარეები ადასტურებენ საკუთარ დაინტერესებასა და მზაობას გარკვეული წვლილი შეიტანონ ენერგოეფექტურობისა და კლიმატის ცვლილების საქმეში საერთაშორისო, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე. დღეისათვის, საქართველოში, მერების შეთანხმებას 23 მუნიციპალიტეტია მიერთებული, რომლებმაც ნებაყოფლობით აიღეს ვალდებულება შეამცირონ ნახშირორჟანგის ემისიების 20-30% 2020-30 წწ. მუნიციპალური განვითარების საკოორდინაციო პლატფორმა მოიაზრება როგორც წევრთა წინაშე არსებული პრობლემებისა და ბარიერების განსახილველი სადისკუსიო კლუბი, ინფორმაციის მრავალარხიანი ჰორიზონტალური მიმოცვლის ფორუმი, სადაც განისაზღვრება და მოხდება შესაბამისი ეროვნული, რეგიონალური თუ მუნიციპალური ქმედებების ინიცირება.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტების მერები, მერებეის შეთანხმების ეროვნილი კოორდინატორებების- საქართველოს მდგრადი განვითრებისა და ეკონომიკის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, მერებეის შეთანხმების ტერიტორიული კოორდინატორები- სახელმწიფო რწმუნებულები-გუბერნატორები გურიის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში, მერების შეთანხმების მხარდამჭერი ორგანიზაციების- ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციაციის-წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მისარებად აგრეთვე მოწვეულნი არიან საქართველოში ევროკომისიის და სხვა საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები“,- ნათქვამია განცხადებაში.
მუნიციპალური განვითარების საკოორდინაციო პლატფორმის შეხვედრა ტარდება „მერების შეთანხმება აღმოსავლეთით“ (CoM East) „EU4Energy“ ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ევროკავშირის მხარდაჭერას ენერგომიწოდების, ენერგოუსაფრთხოების და ურთიერთკავშირების გაუმჯობესებისთვის და ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიისწყაროებისდანერგვისათვის. ამ მიზნით პროგრამა აფინანსებს იმ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ენერგეტიკული ბაზრების რეფორმირებას, ქვეყნის ენერგოდამოკიდებულების და ენერგიის მოხმარების შემცირებას. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გახდის ენერგიის მიწოდებას უფრო საიმედოს, გამჭვირვალეს და ხელმისაწვდომს, რითაც შეამცირებს ენერგეტიკულ სიღარიბეს და ენერგოგადასახადებს, როგორც მოქალაქეებისათვის, ასევე კერძო სექტორისათვის. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:www.EU4Energy.eu
შეხვედრა ხვალ, „ქორთიარდ მარიოტში“, 10:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები