ბექა დავითულიანი: საკრებულო მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვერსიას ხვალ განიხილავს

ხვალ, თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო პროექტს განიხილავენ და კენჭს უყრიან. გენერალური გეგმის პროექტზე განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა გააკეთა.
მისი თქმით, თბილისის გენერალური გეგმის პროექტზე თბილისის მერია და “სითი ინსტიტუტი“ აქტიურად მუშაობდნენ. დოკუმენტი, რომელსაც ხვალ საკრებულო განიხილავს, თბილისის გრძელვადიან განვითარებას უზრუნველყოფს და იცავს როგორც ქალაქის განვითარების, ისე მოქალაქეების ინტერესებს.
„ხვალ არის საკრებულოს სხდომა, სადაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვერსიას განვიხილავთ. დღეს ფრაქციის ფორმატში კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ და შევაჯერეთ ჩვენი პოზიციები. კომისიურ ფორმატში წარმოდგენილ გენერალური გეგმის საბოლოო ვერსიასთან დაკავშირებით ძირითადად ტექნიკური ხასიათის შენიშვნები გვქონდა. შინაარსობრივად რეალურად აღარაფერი იცვლება.თითოეულმა ჩვენგანმა ,მერიამ და „სითი ინსტიტუტმა“ ძალიან დიდი სამუშაო გასწია, რომ ეს დოკუმენტი დაგვეხვეწა და გათვალისწინებული ყოფილიყო, როგორც ქალაქის განვითარების, ისე მოქალაქეების ინტერესები, შესაბამისად ხვალ უმრავლესობა მხარს დაუჭერს თბილისის მიეათსარგებლობის გენ.გეგმას”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები