“ევექსის” კლინიკაში დაკვამლიანებაა-ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ

„ევექსის“ პოლიკლინიკის საბურთალოს ფილიალში ჰაერის კომპრესორის გადახურების გამო, შენობაში დაკვამლიანება მოხდა.
უსიამოვნო სუნისა და დაკვამლიანების გამო ვიზიტზე მყოფ მოქალაქეები პანიკამ მოიცვა და მათ შენობა თვითნებურად დატოვეს.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, კლინიკის ნულ სართულზე მოხდა კომპრესორის გაცხელება, რამაც შენობის დაკვამლიანება გამოიწვია და ჩაირთო სიგნალიზაცია.
„მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქეები გაიყვანეს უსაფრთხო ადგილზე. შენობაში არის კვამლი და არ შეინიშნება ღია ცეცხლი. ამ დროისთვის მიმდინარეობს შენობის მთელი ტერიტორიის დათვალიერება“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები