კახა კალაძე: ბიბლიოთეკარებს დავპირდი, რომ არც ერთი მათგანი სამუშაო ადგილს არ დაკარგავს

თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით, საბიბლიოთეკო რეფორმა განხორციელდება, რომელიც მუნიციპალური ბიბლიოთეკების მოდერნიზებას, ინფრასტრუქტურის განახლებასა და აღჭურვას, ასევე, კადრების კვალიფიკაციის გაზრდის მიზნით, მათ პროფესიულ განვითარებას ითვალისწინებს.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რეფორმის შედეგად ბიბლიოთეკარები სამუშაო ადგილებს არ დაკარგავენ.
„იქ მომუშავე ადამიანების დიდი ნაწილი ენდობა ჩემს განცხადებებს, რომ ჩვენ მნიშვნელოვან რეფორმას ვახორციელებთ. რაც დღეს იქ ხდება, კატეგორიულად მიუღებელია. ბიბლიოთეკებში ძირითადად ხდება ბორშჩისა და ხარჩოს მომზადება, რაც ძალიან მძიმეა და ახალგაზრდას არანაირი სურვილი აღარ უჩნდება იქ შესვლის. მე ამ ადამიანებს დავპირდი, რომ არც ერთი არ დაკარგავდა სამუშაო ადგილს. შესაბამისად, რეფორმა აუცილებლად განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები