სპეციალური პენიტენციური სამსახური 134 ვაკანსიაზე ღია კონკურსს აცხადებს

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედი სპეციალური პენიტენციური სამსახური  134 ვაკანსიაზე  ღია კონკურსს აცხადებს.

“სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი ჩამოყალიბდა.  იმისათვის რომ წარსულისგან განსხვავებით, დეპარტამენტი შესაბამისი განათლებისა და პროფესიის მქონე პირებით დაკომპლექტდეს,  სოციალური მუშაკის 23 ვაკანსიაზე ღია კონკურსი გამოცხადდა.

ასევე, რეორგანიზაციის ფარგლებში ორად გაიყო გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველო. მათ ნაცვლად ჩამოყალიბდა გარე დაცვის მთავარი სამმართველო და ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველო, ხოლო ამ უკანასკნელს შეუერთდა ყოფილი სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველო. შედეგად, ესკორტის ოფიცერთა (ყოფილი ბარდაგები/გუშაგები) კორპუსი გაიზარდა და მათი ოდენობა განისაზღვრა 555 საშტატო ერთეულით, რომელთაგან 60-მდე პოზიცია კონკურსის წესით შეივსო, 400-მდე საშტატო ერთეული ყოფილი თანამშრომლებით დაკომპლექტდა, ხოლო  111 ვაკანტურ ადგილზე ღია კონკურსი გამოცხადდა. აქედან  89 ესკორტის ოფიცრის, ხოლო 22  ესკორტის ოფიცერი მძღოლის ვაკანსიაა.

მოცემულმა ცვლილებებმა და სიახლეებმა საბოლოოდ თავიდან უნდა აგვაცილოს ისეთი შემთხვევები, როდესაც სასამართლო პროცესების ჩაშლა ან გადადება ხდებოდა პატიმართა ბადრაგირების შეუძლებლობის გამო. 134-ვე პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ესკორტის ოფიცრებს სახელმწიფო უზრუნველყოფს სპეციალური ფორმით და  კვებით (24-საათიანი მორიგეობისას)”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში არსებულ 134 ვაკანსიაზე  საკონკურსო განაცხადი შეგიძლიათ იხილოთ და შეავსოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

– მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის დეპარტამენტი  (23 ვაკანტური ადგილი):  დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (1 ვაკანტური ადგილი) –

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54369?active=1

სოციალური მუშაკი – შემთხვევის მმართველი  (7 ვაკანტური ადგილი) –

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54358?active=1

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54359?active=1

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54360?active=1

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54375?active=1

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54361?active=1

სოციალური მუშაკი – შემთხვევის ადმინისტრატორი  (6 ვაკანტური ადგილი) –

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54355?active=1

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54352?active=1

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54349?active=1

ფსიქოლოგი  (9 ვაკანტური ადგილი) –

 https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54372?active=1

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54373?active=1

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54374?active=1

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54363?active=1

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54362?active=1

– ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველო -111 ვაკანტური ადგილი

ესკორტის ოფიცერი  (89 ვაკანტური ადგილი )-

 https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54356?active=1

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54354?active=1

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54353?active=1

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54351?active=1

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54350?active=1

ტრანსპორტის განყოფილების ესკორტის ოფიცერი  (22 ვაკანტური ადგილი) –

 https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/54348?active=1

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები