საქართველოსა და „Eurojust”-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდება

საქართველოსა და „Eurojust”-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თანამშრომლობის შეთანხმება მარტის ბოლოს გაფორმდება და მისი მიზანია იუსტიციის სფეროში ევროკავშირთან სტანდარტებისა და რეგულაციების ერთიანი სივრცის შექმნა.
„საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირსა და მის ორგანოებთან სექტორული თანამშრომლობა ჩვენი სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ კონტექსტში, მინდა გაცნობოთ, რომ მარტის ბოლოს საქართველოსა და ევროჯასტს შორის გაფორმდება თანამშრომლობის შეთანხმება, რომლის მიზანია იუსტიციის სფეროში ევროკავშირთან სტანდარტებისა და რეგულაციების ერთიანი სივრცის შექმნა. ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება ინტენსიურ ფაზაში გადაიყვანს ევროკავშირის მართლმსაჯულების სისტემასთან საქართველოს თანამშრომლობას და შექმნის დამატებით ინსტრუმენტს დანაშაულთან, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო და ორგანიზებულ დანაშაულებთან კოორდინირებული ბრძოლისათვის. ევროჯასტსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში გადასვლა მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა – საგამოძიებო, პროკურატურა, სასამართლო – დაიხვეწება და გახდება იმ სტანდარტების შესაბამისი, რომლისკენაც თითოეული ჩვენგანი ისწრაფვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ნიშნავს მეტ კვალიფიკაციას, ევროპული სამართლის პროცესებში მონაწილეობას, ტრანსნაციონალურ დანაშაულებებთან კოორდინირებულ ბრძოლას, ქართული მართლმსაჯულების სისტემის, მოსამართლეების, პროკურორების, გამომძიებლების და სამართლის სისტემის სხვა წარმომადგენელთათვის მაღალი სტანდარტების დაწესებას და ქართული მართლმსაჯულების სისტემის კიდევ უფრო დაახლოებას ევროპის მართლმსაჯულების სისტემასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები