მამუკა ბახტაძე: ანაკლიის განვითარებისთვის საუკეთესო გახლავთ კერძო სექტორის მიერ ამ იდეის რეალიზება

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხსაც შეეხო.
მისი განცხადებით, საკითხი რამდენჯერმე გადავადდა და როგორც მმართველი გუნდისთვის, ისე კონსორციუმის მონაწილეების ამოცანა უნდა იყოს, რაც შეიძლება, დროულად დაიწყოს მშენებლობის პროცესი.
„გვწამს, რომ მსგავსი პროექტების რეალიზაციის უკეთესი მოდელია კერძო სექტორის მეშვეობით მისი რეალიზაცია, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხარდაჭერით. მათ შორის ისეთი მხარდაჭერით, რომელიც გულისხმობს საერთო ინფრასტრუქტურის განვითარებას და მხარდაჭერას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებში. ჩვენ ამ მოდელის ერთგული ვრჩებით. ვფიქრობთ, ანაკლიის განვითარებისთვის საუკეთესო გახლავთ კერძო სექტორის მიერ ამ იდეის რეალიზება. რა თქმა უნდა, არ გვსურს, ეს საკითხი უსაშველოდ გაიწელოს.
რამდენჯერმე მოხდა საკითხის გადავადება და ჩვენი ამოცანაა, ისევე როგორც კონსორციუმის მონაწილეების ამოცანა უნდა იყოს, რაც შეიძლება, დროულად დაიწყოს მშენებლობის პროცესი. ამაზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული და არა იმაზე, ვითომ, თავის დროზე, ვიღაცამ კაბალურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები