ირაკლი ლექვინაძე: მზად ვართ, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ხაზარაძეს სახელმწიფოსთან ვუშუამდგომლოთ

„ანაკლიის პორტის პროექტზე მზად ვართ ხაზარაძეს სახელმწიფოსთან ვუშუამდგომლოთ“,- ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ანაკლიის პორტის პროექტის გარშემო შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩემთვის, როგორც ბიზნესომბუდსმენისთვის საინტერესოა ანაკლიის პროექტის გარშემო შექმნილი ვითარება. როგორც საჯარო განცხადებებიდან ისმის ანაკლიის პროექტის შესრულების ვადები და სხვა საკითხები პრობლემური ხდება. თუ პორტის პროექტზე მთავრობის მხრიდან მეტი მხარდაჭერაა საჭირო, მზად ვართ მამუკა ხაზარაძეს ვუშუამდგომლოთ სახელმწიფოსთან”,- აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა.
კითხვაზე არის თუ არა ამ პროცესში ბიზნესზე ზეწოლის ნიშნები, როგორ აფასებს ხაზარაძის განცხადებას მის წინააღმდეგ ორკესტირირებული შეტევისა და მუქარის წერილის შესახებ ირაკლი ლექვინაძე ამბობს: “შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გიორგი გახარია ან მამუკა ხაზარაძე მსგავი შინაარსის წერილებს წერენ. მძიმე ურთიერთბრალდებებია, რაც საჭიროებს სწრაფ და გამჭვირვალე გამოძიებას და ამაზე პროკურატურამ უნდა იმუშაოს.”
ირაკლი ლექვინაძის თქმით, ასეთ საქმეებს მეტი ინფორმაცია და გამჭვრივალობა სჭირდება საზოგადეობაშიც და ბიზნესწრეებშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები