ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ მცხეთა–მთიანეთს ეწვევა

პრემიერ-მინისტრის რეგიონული ტურნე გრძელდება. ხვალ ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა–მთიანეთს ეწვევა. როგორც „კვირას“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ ბევრეთის მოსახლეობას შეხვდება, სოფელ ბულაჩაურის სამელიორაციო სისტემის სათავე ნაგებობას დაათვალიერებს და ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრება. იგეგმება თიანეთის სოფელ ზარიძეებში სტუმრობა.
პრემიერ-მინისტრი ასევე საგურამოს ტურისტული კომპლექსის პრეზენტაციას დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები