პარლამენტში ხვალ ზურაბ აბაშიძეს მოუსმენენ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 4 მარტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს მოუსმენს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენა შემდეგ თემებთან დაკავშირებით გაიმართება: – ოკუპირებული ტერიტორიები, არაღიარების პოლიტიკა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, SGS, აბაშიძე კარასინის ფორმატი.
“ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის მხრიდან გაკეთებული მწვავე განცხადებები. ეს რიტორიკა არ არის ჩვენთვის ახალი და მხოლოდ ზიანს აყენებს ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობას. ჩვენი ვატარებთ პრინციპულ პოლიტიკას, რომელიც დაფუძნებულია სამშვიდობო ინიციატივებზე და საერთაშორისო სამართლის სრულ პატივისცემაზე, რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით რუსეთის ფედერაციაზე. ბუნებრივია ამ პროცესების ირგვლივ არსებობს კითხვები როგორც მმართველ გუნდში, ასევე, ოპოზიციაში და სწორედ ხვალინდელი მოსმენის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, რომ ერთის მხრივ მივიღოთ პასუხები ყველა კითხვაზე, ხოლო მეორეს მხრივ დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხები და გავცეთ შესაბამისი რეკომენდაციები. ეს არის ჯანსაღი სამუშაო პროცესი, რომელიც პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს”,-აღნიშნავს სოფიო ქაცარავა.

კომიტეტის სხდომა 4 მარტს, 12:00 საათზეაა ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები