„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ თებერვალში განმეორებით ჩაჭრილი გაზდანადგარების სტატისტიკას აქვეყნებს

 

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ თებერვლის თვეში დედაქალაქში, რაიონების მიხედვით, ხელმეორედ ჩაჭრილი, კუსტარული გაზგამათბობლების და წყალგამაცხელებლების სტატისტიკას აქვეყნებს.
„გაზის მოხმარების უსაფრთხოების ნორმების ყველაზე ხშირი დარღვევა სტატისტიკურად გლდანის, ჩუღურეთის, ნაძალადევის, სამგორის და ისნის რაიონებში დაფიქსირდა. ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალისტებმა ის ოჯახები შეამოწმეს სადაც ცოტა ხნით ადრე, დარღვევები დააფიქსირეს და გაზის დანადგარები ჩაჭრეს. განმეორებითი შემოწმების დროს კი ბინებში მეპატრონეებს თვითნებურად ქონდათ აღდგენილი გაზის მიწოდება, რაც დიდ საფრთხეს უქმნის როგორც აღნიშნულ ბინებში მცხოვრებლებს ისე მათ მეზობლებს, რადგან მოიხმარენ ღია კამერიან მკვლელ დანადგარებს და ასევე ხშირად საკვამლე მილი დაერთებული აქვთ კორპუსის სავენტილაციო არხთან, რაც კატეგორიულად აკრძალულია. მსგავსი ქმედებები საფრთხეს უქმნის კორპუსში მცხოვრებ სხვა ოჯახების ჯანმრთელობას.
გთხოვთ დაუყოვნებლივ ჩახსნათ ღია კამერიანი გაზის დანადგარები და გაითვალისწინოთ ყაზტრანსგა-თბილისის სპეციალისტების რეკომენდაციები. გახსოვდეთ CO ბუნებრივ გაზზე საშიშია“,- ნათქვამია განცხადებაში.
სტატისტიკა: გლდანი -399; ჩუღურეთი – 378; ნაძალადევი – 349; სამგორი – 306; ისანი – 200;
ნუცუბიძე – 160; ვაკე – 150; კრწანისი – 147; ვაზისუბანი -121; სანზონა – 106; მთაწმინდა – 85; საბურთალო – 58; წყნეთი – 47; დიდუბე – 23; დიღომი – 23.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები