აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი თავის ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ალიევის მილოცვის წერილი გიორგი მარგველაშვილისადმი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. “ჩვენ ერებს მტკიცე მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებთ, რომელთაც ღრმა ისტორიული ფესვები აქვთ. ამავდროულად სახელმწიფოთაშორისმა ურთიერთობებმა, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთგაგებასა და ნდობაზე, გაგვიხსნა ფართო შესაძლებლობები ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ყველა სფეროში. სიამოვნებით ვიხსენებ ჩვენს შეხვედრას თბილისში. მჯერა, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალშიც მიმართული იქნება ჩვენი ქვეყნების აყვავების, სტაბილურობისა და პროგრესისკენ რეგიონში. ამ ღირსშესანიშნავ დღეს გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას საქმეში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – სიმშვიდესა და კეთილდღეობას”, – ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის მისალოც წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები