“დედაქალაქის ბიუჯეტი 1 063 101,8 ათასი ლარია და მთავარ ფინანსურ დოკუმენტში გაწერილი პროექტები თითოეული თბილისელის ინტერესებზეა მორგებული”
თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, უმცირესობის მიერ გაკეთებული აბსურდული განცხადებები ნიშნავს, რომ მათ აქვთ დაბალი კომპეტენცია და არ იციან ბიუჯეტის სწორად წაკითხვა, ან იციან, მარგამ მაინც პარტიის დღის წესრიგით მუშაობენ.
„დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი 1 063 101,8 ათასი ლარი ხდება. მინდა გითხრათ, რომ მთავარ ფინანსურ დოკუმენტში გაწერილი პროგრამები სრულადაა თბილისელის ინტერესებზე მორგებული. მე ვფიქრობ, რომ ოპოზიცია ცდილობს მიზანმიმართულად შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში ან მათ უბრალოდ არ იციან ბიუჯეტის წაკითხვა“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
თბილისი საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დედაქალაქში საპარკინგე სისტემის მოწყობის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, 143 „მანის“ ფირმის ავტობუსთან ერთად, დამატებით 90 ავტობუსის ჩამოყვანა იგეგმება. ზონალური პარკინგის საპილოტე პროგრამა კი სწორედ მუნიციპალური ავტოპარკის განახლების შემდეგ მოხდება.