ლარი 0.0058 პუნქტით გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0058 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.6736 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარი 2.6794 ლარი ღირდა.
0.0141 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.0415 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0556 ლარი იყო.