მოქალაქეს, რომელმაც სასამართლოდან საკუთარი მსჯავრდების საქმის მასალები გამოითხოვა, თანხის უკანონოდ გადახდა მოსთხოვეს

მოქალაქემ, რომელმაც სასამართლოდან საკუთარი მსჯავრდების საქმის მასალები გამოითხოვა, თანხის უკანონოდ გადახდა მოსთხოვეს.
როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, მოქმედი კანონმდებლობა განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის გაცემაზე რაიმე ტიპის საფასურის გადახდას არ ითვალისწინებდა.
საქმე ეხება 1-ტომიან სისხლის სამართლის საქმეს, რაზეც სასამართლომ მოქალაქეს საქმის მასალების ასლების გადაღებაში 15.65 ლარის გადახდა მოსთხოვა.
„ინსპექტორს განცხადებით მომართა პირმა, რომელიც მიუთითებდა, რომ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივიდან გამოითხოვა მისი მსჯავრდების საქმეზე წარმოებული სისხლის სამართლის საქმის ასლები. წერილის პასუხად განემარტა, რომ მოთხოვნილი საქმის მასალები დეპარტამენტში 1 ტომად ინახებოდა, დოკუმენტაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი15.65 ლარს შეადგენდა და მოქალაქეს დოკუმენტაცია გადაეცემოდა მხოლოდ მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
შესწავლის ფარგლებში დადგინდა, რომ მოქმედი კანონმდებლობა განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის გაცემაზე რაიმე ტიპის საფასურის გადახდას არ ითვალისწინებდა.
მეტიც, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ მოსაკრებელი არ გადაიხდება ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს უფლება აქვს, უფასოდ მიიღოს იმ სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებებისა და მასალების დამოწმებული ასლები, რომელზედაც მიღებულია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“ – ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთა დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ამავე დოკუმენტში ნათქვამია, თუ რა დარღვევა აღმოაჩინეს ინსპექტორებმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში.
ამჯერად, საქმე არასრულწლოვანს ეხება, რომლის მიმართაც ძალადობის ფაქტის ამსახველი დოკუმენტაციის გამოთხოვას ითხოვდა.
„ინსპექტორს მომართა არასრულწლოვნის წარმომადგენელმა, რომელიც მიუთითებდა, რომ არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსგან არაერთგზის გამოითხოვა არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე განხორციელებული/გატარებული ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტაცია, თუმცა სააგენტო პასუხის გაცემას აჭიანურებდა.
განხილვის ფარგლებში გამოვლინდა, რომ სააგენტოში არასრულწლოვნის შესახებ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად დაცული იყო არასრულწლოვანის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე შედგენილი გადაუდებელი რეაგირების ოქმი, რომელიც ასახავდა მონაცემთა სუბიექტზე სავარაუდო ძალადობასთან ვად, არ გადასცა გადაუდებელი რეაგირების ოქმი.
სააგენტომ არგუმენტად მიუთითა, რომ გადაუდებელი რეაგირების ოქმი იყო სააგენტოს შიდაუწყებრივი დოკუმენტი და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შიდაუწყებრივი დოკუმენტი მესამე პირს არ გადაეცემოდა. საქმის შესწავლისას დადგინდა, რომ გადაუდებელი რეაგირების ოქმის შინაარსის გათვალისწინებით, მის მიმართ პირდაპირი და უშუალო ინტერესი ჰქონდა არასრულწლოვნის წარმომადგენელს, რამდენადაც, სწორედ აღნიშნულ დოკუმენტში ფიქსირდებოდა სააგენტოს მიერ არასრულწლოვანზე სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით მყისიერად განხორციელებული ქმედებები და რეკომენდაციები. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს არასრულწლოვნის მშობლის ან/და წარმომადგენლის დაშვებას სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებულ კონფიდენციალურ ინფორმაციასთან. დაწესებულება ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები