გიორგი ცუცქირიძე: ჩნდება ლოგიკური დაშვება – იყო ეს ერთეული შემთხვევა თუ სხვა ანალოგიური ტრანზაქციებიც იყო გასულ წლებში?

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე თავის „ფეისბუქგვერდზე“ პროკურატურის მიერ TBC-ზე გუშინ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
„პროკურატურის მიერ გაჟღერებული ბრალდებების ქრონომეტრაჟი ძალზე მძიმეა. აქ საქმე არ ეხება არა მხოლოდ ბრალდებების იმ ნაწილს, რომელიც შეიძლება წმინდა ერონული ბანკის ბრალდების ნაწილს წარმოადგენდეს, მაგალითად, თუნდაც ამ სესხის ჩამოწერის პროცედურული ნაწილი, რომელიც ისედაც სვამს ბევრ კითხვის ნიშანს, იქნება ეს აღნიშნულ სესხებზე უიმედო კლასიფიკაციის მინიჭება თუ საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე მათი ჩამოწერა, ანუ გარე საბალანსო ანგარიშზე გადატანა, რაც ასევე სერიოზული კანონდარღვევაა;
მეორე, არანაკლებ სერიოზული ბრალდება დგას იმ კუთხით, რომ ბანკი, მიუხედავად ამ კომპანიებზე გაცემული სესხების უიმედო კლასიფიკაციისა, აგრძელებდა ამ კომპანიებზე – კერძოდ, „სამგორი თრეიდზე“ და სამგორი M-ზე დაკრედიტების გაგრძელებას, რაც, ასევე, კანონდარღვევაა, არის რა ნონსენსი საერთაშორისო საბანკო პრაქტიკისა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გათავისუფლება ბანკის წინაშე არსებული სასესხებო ვალდებულებებისგან, ასევე არის სერიოზული კითხვის ნიშანის მატარებელი, მით უმეტეს ეს კომპანიები ყოველგვარი უზრუნველყოფის ქვეშ, ჩაანაცვლა ერთი თვით ადრე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიით, რომელსაც საქართველოში არანაირი აქტივი მანამდე არ ჰქონდა!!!
მაგრამ აქაც არის არანაკლები კითხვის ნიშანი, რადგან ამ ოფშორული კომპანიის მინდობილ პირს წარმოადგენდა პირი, რომელიც ამავდროულად იყო ამ სკანდალურ სესხების გაცემისას ბანკის საკრედიტო კომიტეტის წევრი და ბანკის დირექტორატის წევრი ამავდროულად. აქედან კიდევ ერთი დასკვნა – ბანკის მენეჯმენტის მხრიდან მისი გათავისუფლება შემთხვევით მოხდა, თუ ის ზემოაღნიშნული სცენარის ნიშნებს ატარებდა?!
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროკურატურის ამ მოხსენების თანახმად, პირადად არც ხაზარაძეს და არც ბადრი ჯაფარიძეს არ გაუსტუმრებიათ ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებები! ასევე, საინტერესოა, ამ ოფშორულ კომპანიას ეს სესხი ჩამოწერილი აქვს თუ არა? არ მსურს, ეს თემა განვავრცო, რადგან პროკურატურა აგრძელებს ამ საკითხზე მოკვლევას, მაგრამ რაღაცნაირად ჰგავს ოსტაპ ბენდერის ისტორიულ პასაჟსაც!
კერძოდ, სახეზეა ბანკის დირექტორატსა და მის მესაკუთრეებს შორის არა თუ ინტერესთა კონფლიქტი, არამედ საერთო ინტერესების გადაკვეთა სხვა აქციონერთა ინტერესების წინააღმდეგ, რადგან საერთო ჯამში 2007-2008 წლებში ბანკის ზარალმა 26 მლნ ლარი შეადგინა, რაც, თუ გავითვალიწინებთ იმ თუნდაც ერთი 17 მლნ აშშ დოლარის ოპერაციისგან მიღებულ ზარალს, ის იმ დროს არსებული კურსის გათვალისწინებით, უფრო მეტიც არის, ვიდრე საერთო წლიური ზარალის თანხის ოდენობა, ანუ ბანკს რომ ეს ოპერაცია არ შეესრულებინა, არა თუ ზარალზე, არამედ მოგებაზეც კი გავიდოდა!
ეს ფაქტიც ხომ არ იყო ბანკის გადაწყვეტილების ერთგვარი მოტივი – უარი ეთქვა სამართლებრივი დავის გაგრძელებაზე და დათანხმებულიყო ეროვნული ბანკის მოთხოვნას 1 მლნ ლარის საჯარიმო თანხის გადახდაზე?
არის სხვა არანაკლებ აქტუალური კითხვებიც, რადგან ჩნდება ლოგიკური დაშვება – იყო ეს ერთეული შემთხვევა თუ იყო სხვა ანალოგიური ტრანზაქციებიც გასულ წლებში?“ – წერს თვის გიორგი ცუცქირიძე.
ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას „თი-ბი-სი ბანკთან“ დაკავშირებით ამ ეტაპისთვის გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებები გააცნო. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 2012 წელს „თი-ბი-სი” ბანკმა შპს „სამგორი თრეიდი” და „სამგორი M“ საერთოდ გაათავისუფლა ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები