“თი-ბი-სი” ბანკმა 34 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო რესურსი მიიღო
დღეს, 28 თებერვალს, “თი-ბი-სი” ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) 34 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსი მიიღო.
როგორც „თი-ბი-სიში“ აცხადებენ, თანხები საქართველოში ბანკის კლიენტების მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდება.
“ევროპის საინვესტიციო ბანკთან მრავალი წლის წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს, ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ წარმატებით განვაგრძობთ პარტნიორობას EIB-სთან. აღნიშნული საკრედიტო რესურსით კიდევ უფრო გაძლიერა „თი-ბი-სის“ პოზიციები მცირე და საშუალო ბიზნესის ბაზარზე. ჩვენი კლიენტები მიიღებენ შესაძლებლობას გაზარდონ თავიანთი ბიზნესაქტივობები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში“, – განაცხადა „თი-ბი-სი“ ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) ევროკავშირის ბანკია. ეს არის ევროკავშირის გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტი და წარმოადგენს ერთადერთ ბანკს, რომელიც ეკუთვნის და წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებს. ევროპის საინვესტიციო ბანკი გრძელვადიან ფინანსებს ხდის ხელმისაწვდომს და ხელს უწყობს ევროკავშირის პოლიტიკის მიზნებს. EIB მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან ევროკავშირის პოლიტიკის განხორციელების მიზნით.
R