ავთო წერეთელი: რაც არ უნდა იხტუნაონ, მანდ ფულის გათეთრება გამორიცხულია

ბიზნესმენი ავთო წერეთელი GBC-თან ინტერვიუში ირწმუნება, რომ ვალის ჩამოწერის თაობაზე ტყუილი ინფორმაცია ვრცელდება.
„თი-ბი-სის“ 17 მილიონის სესხის ბენეფიციარის თქმით, ეს არ იყო ფულის გათეთრება.
„ჩამოწერა ერქვა, ახლახან რომ განხორციელდა. „თი-ბი-სიმ“ მსესხებლებს 10 მილიონი რომ ჩამოაწერა და რატომ, ამაზე არაფერს ამბობენ“, – კითხულობს ავთო წერეთელი.
ამასთანავე, პროკურატურის ლექსიკაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელმაც მისი ვინაობის გაცხადებისგან დღევანდელ ბრიფინგზე თავი შეიკავა, წინა შემთხვევისას კი დაასახელა, რის გამოც, გაუთქმელობის შეთანხმების დარღვევაზე შეუძლია მხარემ უჩივლოს და თავს ვერც გაიმართლებს.
ავთო წერეთელი აცხადებს, რომ ხაზარაძე/ჯაფარიძეს მან თავისი ფული ასესხა – აღებული კრედიტი უკვე მის განკარგულებაში იყო და ვისაც უნდოდა, იმას მისცემდა.
მან აღნიშნა, რომ ახლა ვალი ისრაელის კომპანიის Martello Group-ის გადასახდელია. ნაწილი, 25 000-ზე მეტი, ბანკში მას აქვს შეტანილი.
ბიზნესმენმა გაიხსენა წინა წლების მოვლენები, როცა მიწის ნაკვეთების შესყიდვა დაუბლოკეს. ასევე, სესხის გადავადებაზეც განმარტა, რომ 2008 წლის საომარი მოქმედებების გამო, ბიზნესისთვის იმ პერიოდში გარკვეული შეღავათები იყო.
ამბობს, რომ ბანკთან შემხებლობაში მას ხაზარაძე/ჯაფარიძესთან ურთიერთობა არ აქვს, პირადი ურთიერთობები კი სხვაა.

წყარო: http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=106628&fbclid=IwAR0pHeCJmmXx4vxajPLLUiugcxG7maclokjCr4BxBOgGlDitgbJGFFWx4fQ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები