ირაკლი ღარიბაშვილის რჩევა უკრაინის ახალ პრეზიდენტს

ჩემი პირველი მეგობრული რჩევა უკრაინის ახალი პრეზიდენტისადმი იქნება ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გაიკაროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერი უკრაინაში ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა. მისი თქმით, არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა.
“პირველი შეფასებებით ჩვენ მოვისმინეთ, რომ ჩატარდა არჩევნები მშვიდ გარემოში. ახლა ვუსურვებ უკრაინელ ხალხს, რომ ქვეყანაში იყოს, მშვიდობა და სტაბილურობა. ჩემი პირველი მეგობრული რჩევა უკრაინის ახალი პრეზიდენტისადმი იქნება ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გაიკაროს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში გუშინ გაიმართა. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ბიულეტენების 80,10%-ის დათვლის შემდეგ, პეტრე პოროშენკოს ხმათა 54% აქვს. მეორე ადგილზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელსაც არჩევნებში მონაწილეთა 13,16%-მა მისცა ხმა. 8,51% უკრაინის პრეზიდენტად ოლეგ ლიაშკოს ირჩევს, 5,4% კი – ანატოლი გრიცენკოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები