“ნაციონალური მოძრაობა“ პეტრო პოროშენკოსა და ვიტალი კლიჩკოს გამარჯვებას ულოცავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პეტრო პოროშენკოსა და ვიტალი კლიჩკოს გამარჯვებას ულოცავს.
“გვსურს, გულითადად მივულოცოთ გამარჯვება ჩვენს მეგობრებს – ერთი მხრივ, პეტრო პოროშენკოს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში და, მეორე მხრივ, ვიტალი კლიჩკოს კიევის მერის არჩევნებში. გვახსოვს, როდესაც საქართველოს უჭირდა, სწორედ უკრაინა იდგა ჩვენი დამოუკიდებლობისა და მთლიანობის სადარაჯოზე. გვჯერა, სულ მალე უკრაინელი და ქართველი ხალხი ერთად იზეიმებს გამარჯვებას თავისუფლებისა და ჩვენი შვილების მომავლისთვის ბრძოლაში. ჩვენ გვიყვარს უკრაინა და უკრაინელი ხალხი“, -აღნიშნულია მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები