თეა წულუკიანი: მიხეილ სააკაშვილს არავის არ ვუსურვებდი მრჩევლად

მიხეილ სააკაშვილს არავის არ ვუსურვებდი მრჩევლად, – ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გავრცელებულ ინფორმაციის, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნოს.
“ვფიქრობ, რომ სუვერენული სახელმწიფოს არჩევანია, ვის დანიშნავს საკუთარ მრჩევლად, თუმცა მე, პირადად, მიხეილ სააკაშვილს არავის არ ვუსურვებდი მრჩევლად”, – განაცხადა წულუკიანმა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე, შესაძლოა, უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს მრჩევლები გახდნენ. Russia Today-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კიევის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები