„ვერ ვიტყოდი, რომ სააკაშვილი შესაძლოა, უკრაინას გამოადგეს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად ბენდუქიძისა და სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილმა უკრაინელებს შესაძლოა, რჩევები მისცეს, თუ რა უნდა გააკეთო, რომ სავალალო მდგომარეობამდე მიხვიდე.
მისი თქმით, ბენდუქიძე იმ ეკონომიკური კონცეფციის ავტორია, რომელმაც სერიოზული უარყოფითი დაღი დაასვა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
“პოლიტიკური თვალსაზრისით ვერ ვიტყოდი, რომ სააკაშვილი ისეთი ფიგურაა, რომელიც შესაძლოა, ან უკრაინას, ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას გამოადგეს. რჩევები შეიძლება მისცეს, თუ რა შეიძლება გააკეთო, რომ სავალალო მდგომარეობამდე მიხვიდე”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები