ვანო ზარდიაშვილი: ბესელიას “ქართული ოცნებიდან“ წასვლა დანაკლისს არ წარმოადგენს

„ეკა ბესელიას “ქართული ოცნებიდან“ წასვლა დანაკლისს არ წარმოადგენს“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.
ამასთან, ზარდიაშვილი განმარტავს, რომ მოსამართლეების დანიშვნის საკითხი ეკა ბესელიას მხრიდან გამოყენებულია როგორც საბაბი.
მისივე თქმით, ეკა ბესელიამ “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო რამდენიმე თვის წინ დატოვა.
ზარდიაშვილის ინფორმაციით, მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტი იმის გამო დატოვა, რომ ბესელიას თანამდებობიდან წასვლისთვის ხელი არ შეეშალა.
„ბესელიას “ქართული ოცნებიდან“ წასვლა დანაკლისს არ წარმოადგენს. ცალსახად ვუსვამ ხაზს, რომ ჩვენს შორის აზრთა სხვადასხვაობა მოსამართლეების საკითხს არ გამოუწვევია. მანამდეც არსებობდა რაღაც უთანხმოებები. ეს ქალბატონი ეკას მხრიდან გამოყენებული იყო როგორც საბაბი! ამას არაერთი ფაქტი და მტკიცებულება ადასტურებს. ქალბატონი ეკა მანამდე რამდენიმე თვით ადრე პოლიტსაბჭოდან გავიდა – ეს რა მეხანძრე-მაშველების დანიშვნასთან იყო დაკავშირებული თუ მოსამართლეების დანიშვნასთან?! ხშირად პოლიტიკოსები პოლიტიკურ ხრიკებს იყენებენ იმისთვის, რომ რაღაც ან დამალონ ან გადაფარონ ან სხვაგვარად წამოაჩინონ – ზუსტად ამ მოვლენების ეპიცენტრში ვართ“, – აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები