მარშალის ფონდის მკვლევარი: Fitch-ის რეიტინგის ზრდა მიუთითებს რომ საქართველო არის სტაბილურობის კუნძული

“მიუხედავად რეგიონალური გამოწვევებისა, საქართველო სტაბილურობისა და ეკონომიკური წინსვლის კუნძულია”, – ამის შესახებ მარშალის სახელობის ფონდის წარმომადგენელმა ჯონათან კაცმა განაცხადა.
მისი თქმით, Fitch-ის რეიტინგები მნიშვნელოვანია, რადგან ის ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის ძალისხმევას გააძლიერონ ეკონომიკა, მიუხედავად რეგიონალური გამოწვევებისა. ჯონათან კაცის განმარტებით, Fitch-ის რეიტინგის ზრდა არის უმნიშვნელოვანესი, განსაკუთრებით ამერიკული ბიზნესისთვის, რომელიც დაინტერესებულია ინვესტიციები განახორციელოს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
„Fitch-ის რეიტინგები მნიშვნელოვანია, ვფიქრობ ის ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის ძალისხმევას გააძლიერონ ეკონომიკა, აგრეთვე ხაზს უსვამს იმას, რომ მიუხედავად რეგიონალური გამოწვევებისა და ასევე იმ გამოწვევების, რაც მოდის ჩრდილოეთიდან, რუსეთის მხრიდან, მათ შორის რაც ასევე უკავშირდება რუსეთზე დაწესებულ სანქციებს, აგრეთვე თურქეთში არსებული ეკონომიკური სიძნელეები, ამ ყველაფრის ფონზე საქართველო არის კუნძული სტაბილურობის, ეკონომიკური წინსვლის და ვფიქრობ, Fitch-ის რეიტინგის ზრდა არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ეს გახლავთ სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ მიუხედავად რეგიონალური გამოწვევებისა საქართველო არის კარგი ადგილი ინვესტიციებისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამერიკული ბიზნესისთვის, რომელიც დაინტერესებულია ინვესტიციები განახორციელოს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და ეს რეიტინგი სწორედ ხაზს უსვამს არსებულ სტაბილურ გარემოს“,- აცხადებს მარშალის ფონდის წარმომადგენელი.
ჯონათან კაცის განმარტავს, რომ საქართველოს ბოლო წლებში აქვს მაღალი ბიზნესინდექსები, რაც აუმჯობესებს მის იმიჯს. მისი თქმით, შეერთებულ შტატებთან მიმართებაში აღნიშნული რეიტინგი ასევე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ მიდის საუბარი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე.
„საქართველოს ბოლო წლებში აქვს მაღალი ბიზნესინდექსები, რაც აუმჯობესებს მის იმიჯს, როგორც ინვესტორებში და ეს გულისხმობს როგორც საერთაშორისო ბანკებს, აგრეთვე კერძო სექტორიდან ინვესტორებს. ამერიკისთვის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში აღნიშნული რეიტინგი ასევე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ მიდის საუბარი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე და ვფიქრობ, რომ რეიტინგში ზრდა გავლენას იქონიებს მთავრობის წარმომადგენლებზე აშშ-ში, ასევე საქართველოს ხელს შეუწყობს წინ წაიწიოს ამერიკასთან ეკონომიკური პარტნიორობის პროცესში. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი შესაძლებლობა საქართველო-ამერიკის სავაჭრო თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა ჯონათან კაცმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები