სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 მარტს წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 მარტს წარდგება, – ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ისაუბრებს.
„6 მარტს საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით წარდგება. სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ისაუბრებს. რეგლამენტის მიხედვით, მხოლოდ ეს საკითხი უნდა იყოს დღის წესრიგში მოცემული“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები