მირიან ხოსიტაშვილმა ლექცია-საუბარი „1918-21 წლების მოვლენები საქართველოში” ჩაატარა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის პროექტის „საუბრები ეროვნული სასახლის სამკითხველოში” ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა ლექცია ,,1918-21 წლების მოვლენები საქართველოში” ჩაატარა.
მან ისაუბრა 1918-1921 წლების საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებზე, დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიპეტიებზე, საშინაო და საგარეო ფაქტორებზე, დამფუძნებელი კრების საქმიანობაზე, საქართველოს იმდროინდელი კოალიციური მთავრობის წევრებზე, ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეებზე. ხაზგასმით აღნიშნა ეროვნული სასახლის როლი ამ ისტორიულ მოვლენებში.
საუბრის დასასრულს მოსწავლეებმა მოწვეულ სტუმარს კითხვებით მიმართეს.
#წარმატებაიწყებააქ
#სასახლისსიახლეები
#საქართველოსპირველირესპუბლიკა
#ისტორიულიმოვლენები

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები