თეა წულუკიანი: რაც ნაკლებად შევეხებით „თი-ბი-სის“ სპეკულაციებით, მით უკეთესი იქნება ბანკისა და ჩვენი ეკონომიკისთვის

„რაც ნაკლებად შევეხებით „თი-ბი-სი ბანკს“ სპეკულაციების გავრცელებით, მით უკეთესი იქნება თავად ბანკისა და ჩვენი ეკონომიკისთვის“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა კითხვაზე, რომ „თი-ბი-სი ბანკიდან“ მამუკა ხაზარაძის ჩამოშორება და ხელშეშლა ხდება, რადგან რუსეთის ინტერესია, ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდეს.
წულუკიანმა აღნიშნულს სპეკულაცია უწოდა და აღნიშნა რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების სისწორეს თავად ბანკის აქციონერებიც ადასტურებენ.
„ყველა ტიპის სპეკულაცია, რომ რუსეთის ხელი ურევია ან რუსეთის ინტერესის გატარება ხდება, არის ძალიან ზედაპირული შეფასება მიმდინარე მოვლენებზე, რადგან თავად ბანკის აქციონერებმა პრინციპში, დაადასტურეს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება იყო სწორი, ფაქტებზე დაყრდნობილი და საფუძვლიანი. ამიტომ, რაც ნაკლებად შევეხებით ბანკს იმ ფორმით, კერძოდ, სპეკულაციების გავრცელებით, ვფიქრობ, მით უკეთესი იქნება თავად ბანკისთვის და ჩვენი ეკონომიკისთვისაც. როდესაც ხელმძღვანელობა ბანკს იყენებს არამიზნობრივი დანიშნულებით, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი იმისთვის არსებობს, რომ შეამოწმოს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები