მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილების აქციზზე შესაძლოა, შეღავათები გაუქმდეს
მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილების აქციზის განაკვეთთან დაკავშირებული შეღავათები შესაძლოა, გაუქმდეს.
კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ნინო წილოსანმა გააცნო.
პროექტის თანახმად, მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისთვის გამოანგარიშებული აქციზის გადასახადი 60%-ის ნაცვლად, 20%-ით შემცირდება. დეპუტატებს კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ ჰქონიათ. მათვე არ გამორიცხეს, რომ არსებული შეღავათი შესაძლოა, საერთოდ გაუქმდეს. მსჯელობა შემდეგ მოსმენაზე განახლდება.