საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კოჯორში იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს
დღეს, 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის დღეა. კოჯორში იუნკერების მემორიალი საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გვირგვინით შეამკეს.
„დღეს პატივს მივაგებთ ჩვენი ქვეყნის გმირებს, იუნკერებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე, შესწირეს სამშობლოს. ეს არის მაგალითი ყველა თაობისთვის თუ რა არის ჩვენი მოვალეობა ქვეყნის წინაშე და ხანდახან ისტორიის რთულ მომენტებში როგორ თავდადებას მოითხოვს ქვეყანა და სამშობლო”, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.
98 წლის წინ, 1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის წითელმა არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია განახორციელა. კოჯორსა და ტაბახმელაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში იუნკერები და ახალგაზრდა მებძოლები დაიღუპენ.