დავით ნარმანია უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილისა და ბენდუქიძის მრჩევლებად დანიშვნას არ ურჩევს

კოალიცია “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილისა და კახა ბენდუქიძის მრჩევლებად დანიშვნას არ ურჩევს. ამის შესახებ დავით ნარმანიამ რუსთაველის გამზირზე ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა.
“მე არ ვურჩევდი უკრაინის ხელისუფლებას ასეთი ადამიანების მრჩევლებად ყოფნას”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე, შესაძლოა, უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს მრჩევლები გახდნენ. ამის შესახებ პარტია “უდარის” ლიდერმა და კიევის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები