როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში-უახლოესი დღეების პროგნოზი

25-28 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
რას შეეხება დედაქალაქს, 25 თებერვალს თბილისში, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 26-28 თებერვალს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს.
დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +9, +11 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები