დავით ქირია მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა
ქართველი კიკბოქსიორი დავით ქირია მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ის ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობდა.
ქირიამ ფინალში ჩინელი ფენგ შინგლი დაამარცხა და 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს პირველობის გამარჯვებული კარიერაში მესამედ გახდა.