ლუხუმ ჩხვიმიანი დიუსელდორფის ტურნირის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის წევრი ლუხუმ ჩხვიმიანი დიუსელდორფის გრან-პრის გათამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელია. 60 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ფალავანმა კორეელი ჰარიმ ლი დაამაცხა და ზედიზედ მეორედ ამ ტურნირის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

ჩხვიმიანმა 1/2 ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველ რობერტ მშვიდობაძესთან წააგო, რომელმაც ფინალში იაპონელ რიუჯი ნაგაიამასთან წააგო.

ამავე წონაში გამოეთიშა ბრძოლას ჯაბა პაპინაშვილი, რომელმაც ჯერ ფრანგ ევროპის ჩემპიონ ვალიდ ხიარის სძლია, მაგრამ მერე დამარცხდა ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან დამარცხდა.

73 კგ-ში ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73) ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი და ამიტომ პირველ წრეში ისვენებს. მისი პირველი მეტოქე ჩეხი იაკუბ იეცმინეკისა და კვიპროსელი ჩარილაოს ჰადიადამოუს პაექრობაში გამოვლინდება,

წილისყრამ არ გაუმართლა ამავე წონაში ჩვენს მეორე მონაწილეს ფრიდონ გიგანს, ის პირველივე წრეში იაპონელთა მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიურ ჩემპიონ შოჰეი ონოს შეხვდება.

81 კგ – პირველივე წრიდან ჩაებმება ტურნირში ბექა დონღვანიც (81), ის აზერბაიჯანელ ფაგან გულუზადას დაეჭიდება, ხოლო გიორგი კაციაშვილი იმავე ეტაპზე სლოვაკი ფილიპ სტანკელის დამარცხებას შეეცდება. ამას თუ შეძლებს, მეორე პაექრობას ბულგარელ ივაილო ივანოვთან გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები