იმერეთის პოლიციამ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო(ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1972 წელს დაბადებული კ. ხ. და 1955 წელს დაბადებული ფ. ხ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

“სამართალდამცველებმა, კ.ხ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, არარეგისტრირებული იარაღი – კარაბინი, პისტოლეტი, ორლულიანი სანადირო თოფი და 50 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ფ.ხ.-ს საცხოვრებელი სახლის და ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა კალიბრის 1601 საბრძოლო ვაზნა”,- აცხადებენ შს სამინისტროში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები