“მახსოვს, დუმილის უფლება გამოიყენა, როცა იყო პროკურორი” – გოგიჩაიშვილმა ოხანაშვილი მოსამართლე ჩინჩალაძეს შეადარა

აქ ყველაფერი მგონი უკვე ნათელია, ძალიან დიდი მადლობა ბატონო ანრი, “შთამბეჭდავი” გამოსვლა გქონდათ – ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მისამართით პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
გოგიჩაიშვილმა ოხანაშვილი ​მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს შეადარა.
„პირველად მახსოვს, რომ მიხეილ ჩინჩალაძემ დუმილის უფლება გამოიყენა, როცა იყო პროკურორი. დღეს დეპუტატის დასმულ კითხვაზე ანრი ოხანაშვილმა გამოიყენა დუმილის უფლება და ჩემ დასმულ კითხვაზე პასუხი არ გასცა. აქ ყველაფერი მგონი უკვე ნათელია, ძალიან დიდი მადლობა ბატონო ანრი, “შთამბეჭდავი გამოსვლა გქონდათ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
გოგიჩაიშვილს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უპასუხა.
„გადავედით შემდეგ ეტაპზე, დეპუტატების გამოსვლებზე, დამაზუსტებელი კითხვები არ არის გათვალისწინებული თანამომხსენებლის შემთხვევაში. ექვსწლიანი დეპუტატობის სტაჟი გაქვთ და უნდა გახსოვდეთ“, – მიმართა კობახიძემ გოგიჩაიშვილს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები