მერაბ ქვარაია: ქვეყანას სანდო და სამართლიანი სასამართლო უნდა ჰქონდეს

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
ქვარაიას თქმით, ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, რომ საზოგადოებას ერთხელ და სამუდამოდ მაღალი სტანდარტის დამოუკიდებელი და, რაც ყველაზე მთავარია, სამართლიანი, სანდო სასამართლო ჰქონდეს:
„ჩვენ გავიარეთ სისტემა, რომელთანაც მე და უამრავ ადამიანს გვქონდა და გვაქვს სამართლიანი პრეტენზიები. სასამართლო ამ სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ეს იყო სისტემა, სადაც სრულად იყო მოშლილი ხელისუფლების დანაწილების მთავარი პრინციპები. დღეს სურათი რადიკალურად შეცვლილია. ჩაკეტილი, დახურული სასამართლოდან ჩვენ გახსნილ, თავისუფალ სასამართლომდე მოვედით, რომელიც საერთაშორისო რეიტინგებში მაღალ პოზიციებზეა. თუმცა ფაქტია, რომ ჯერ კიდევ არის არსებითი საკითხები, რომელიც მოსაწესრიგებელია. დღეს ჩვენ უნდა გავცეთ ყველა კითხვას პასუხი, საით მივდივართ, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანას და საზოგადოებას ერთხელ და სამუდამოდ მაღალი სტანდარტის დამოუკიდებელი და რაც ყველაზე მთავარია, სამართლიანი, სანდო სასამართლო ჰქონდეს”, – აცხადებს ქვარაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები