კარლ ჰარცელი: მოსამართლეთა კრიტერიუმების შერჩევა სამართლიანად უნდა წარიმართოს

მოსამართლეთა კრიტერიუმების შერჩევა სამართლიანად უნდა წარიმართოს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ანრი ოხანაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრაზე მრთლმსაჯულების სფეროში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. ევროკავშირის ელჩმა შეხვედრაზე მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების გამჭვირვალობას გაუსვა ხაზი.

„საკმაოდ კარგი შეხვედრა იყო. რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ. ჩემთვის და ევროკავშირისთვის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომიტეტია პარლამენტში, რადგან ისინი საკმაოდ აუცილებელ გადაწყვეტილებებს იღებენ. მათ მიერ მიღებულ ბევრ საკითხს მხარს ვუჭერთ და იმედია, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება.

განვიხილეთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა. ასევე, შევეხეთ მოსამართლეთა არჩევის საკითხს და შევთანხმდით, რომ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების არჩევის სწორად წარმართვა არის საჭირო. ამ პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლიანობა, გამჭვირვალობა და სანდოობა. ჩვენ, ევროკავშირი ამ პროცესში აქტიურად ჩავერთვებით“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები