კარლ ჰარცელი: ევროკავშირისთვის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გამორჩეულია და მასთან თანამშრომლობა გაგრძელდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ევროკავშირისთვის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასთან თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით კვლავ გრძელდება.

„ეს იყო ძალიან კარგი, პირველი ორმხრივი შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალ  თავმჯდომარესთან.  გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა სხვადასხვა საკითხზე. როგორც ჩემთვის, ასევე, ევროკავშირისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კომიტეტია პარლამენტში, იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს გამო, რომელიც მან უნდა განახორციელოს. ჩვენ, ევროკავშირი, მხარს ვუჭერთ ბევრ პროექტს – გვქონდა დისკუსია ამ საკითხის შესახებაც. დავადასტურეთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება სხვადასხვა მიმართულებით. სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე  ვისაუბრეთ . ასევე, მოსამართლეთა შერჩევის პროცედურას შევეხეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. სწორად უნდა წარიმართოს შერჩევის კრიტერიუმების დადგენის პროცესი, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლიანობა, გამჭვირვალობა და სანდოობა პროცესის ფარგლებში. ჩვენ პარლამენტთან ვსაუბრობთ ამ საკითხზე და გავაგრძელებთ აქტიურ ჩართულობას რჩევების, წინადადებებისა და იდეების შემოთავაზების კუთხით,”-განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები