ირაკლი კობახიძე ბიძინა გეგიძეს: პარლამენტის ბიურო არ არის ის ადგილი, სადაც ქართული ენის სწავლება შეიძლება(ვიდეო)

ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსათვის“ წევრმა ბიძინა გეგიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ კანონში“ ცვლილებების კენჭისყრაზე დაყენება კიდევ ერთხელ მოითხოვა.
როგორც ბიძინა გეგიძემ აღნიშნა, სარგებლობს რეგლამენტის ნორმით, რომლის თანახმადაც, კანონის ინიციატორს აქვს უფლება, რომ კანონპროექტის განმეორებითი კენჭისყრა ერთი თვის ვადაში მოითხოვს.
„ჩვენ დიდი ხანი ველოდებოდით კენჭისყრას. ბოლო რიგგარეშე სესიაზე დეკემბრის თვეში მოვითხოვე დაგვეყენებინა კენჭისყრაზე, თუმცა ეს ინიციატივა ჩავარდა, ახლა ვსარგებლობთ რეგლამენტის ნორმით, ვითხოვ დადგეს ხელახალ კენჭისყრაზე, გავიტანოთ ხვალინდელ სასესიო პერიოდში, რადგან რეგლამენტით ინიციატორს კანონპროექტის ჩაგდებიდან ერთი თვის ვადა აქვს, რომ საკუთარი ინიციატივა ხელახალ კენჭის ყრაზე დააყენოს”, – განაცხადა გეგიძემ.
მისივე თქმით, კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია და მთელი ეს პროცესი, რაც ახლა მიდის ალოგიკურია.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ რეგლამენტის დარღვევით კენჭისყრაზე საკითხს ვერ დააყენებდა.
მისივე თქმით, ერთთვიანი ვადა, რომელზეც დეპუტატი საუბრობს, იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუკი სასესიო პერიოდი დასრულებული არ არის.
„პარლამენტის ბიურო არ არის ის ადგილი, სადაც ქართული ენის სწავლება შეიძლება მოხდეს, იურისპრუდენციაზე აღარ ვსაუბრობ. თქვენ ითხოვთ, რომ რეგლამენტის დარღვევით დავაყენო რაღაც კენჭისყრაზე“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ ბიძინა გეგიძეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები